პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ განსახილველად მიიღო.

სარჩელით „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. მათ შორისაა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

სხდომის მდივანია დარეჯან ჩალიგავა.

13 ოქტომბრიდან მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. სასამართლოს ინფორმაციით, ეს „პირადი განცხადების საფუძველზე“ მოხდა.

12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ „ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმიდან“ თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა უარი უთხრეს. მისი განცხადებით, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ის იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი. გარდა ამისა, სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ აქტიურად აკრიტიკებდა №1979 კონსტიტუციური სარჩელის მოპასუხე მხარეს და მთავარ ფიგურანტ პარტიას – „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წევრებს, რომელთა ნაწილიც ამჟამად სარჩელში დასახელებულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ