ტრამპი: „ჰუსიტები“ ძალიან ცუდად იქცევიან და სავარაუდოდ, ირანის დავალებით მოქმედებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ „ჰუსიტები“ ძალიან ცუდად იქცევიან. მისი თქმით, მას ეგონა, რომ ისინი ერთი წლის წინ ჭკუას ისწავლეს, როცა აშშ-მა სასტიკად დაბომბა და მათივე თხოვნით ცეცხლი შეწყვიტა.
ტრამპის თქმით, „ჰუსიტები“ სავარაუდოდ ირანის დავალებით მოქმედებენ.
„დიდხანს დუმდნენ, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდნენ - სავარაუდოდ, ირანის დავალებით. ირანი კი ჩავარდნილი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი და არც საჰაერო ძალები, აქვს მსოფლიოში ყველაზე ცუდი ეკონომიკა და 301%-იანი ინფლაცია. ისინი ძალიან უხეშად მოქმედებენ, თავს ესხმიან საუდის არაბეთს და განზრახ ცდილობენ ნავთობის ფასების გაზრდას, სავარაუდოდ, აშშ-ის არჩევნებამდე. ეს ნამდვილად არ არის კარგი! ვიღაცამ უნდა აუხსნას მათ, რომ არჩევნებში კენჭს არ ვიყრი - მე უკვე გავიმარჯვე, უზარმაზარი უპირატესობით! მაგრამ არჩევნების შემდეგ იქ ვიქნები და ეს არასოდეს დამავიწყდება!“ - წერს ტრამპი.









