მსოფლიო

სიბიგა ტრამპს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს

სიბიგა ტრამპს: ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოხმაურა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. სიბიგას თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ ეკუთვნით.

სიბიგამ აღნიშნა, რომ ზელენსკი ომის დროს ქვეყანას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის ბრძოლაში უძღვება.

„მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს“, - განაცხადა სიბიგამ.

ტრამპმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. მისი განმარტებით, ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს აგრძელებს.

„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ