პოლიტიკა

ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად ბელგოროდის ოლქის ყოფილი პირველი მოადგილე დმიტრი გლადსკი დაინიშნა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ვიცე-პრემიერად რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი დანიშნეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ვიცე-პრემიერად“ რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, დმიტრი გლადსკი დაინიშნა. ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.

დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ე.წ. „პრეზიდენტმა“ მარატ კამბოლოვმა მიიღო.

გლადსკი 2021 წლიდან რუსეთის ბელგოროდის ოლქში მუშაობდა. ჯერ გუბერნატორის მრჩევლის პოზიციას იკავებდა, შემდეგ მისი მოადგილე გახდა, ბოლოს კი პირველი მოადგილე.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ