პოლიტიკა

ხაბეიშვილი ციხიდან: სიტყვის გამო ვარ დაპატიმრებული, არანაირ მოქმედებას არ მედავებიან

ლევან ხაბეიშვილი - ყელმოღერებით კითხულობენ ივანიშვილის თოჯინები: ვინ ზის განსხვავებული აზრისთვისო?! - მე, მაგალითად, სიტყვის გამო ვარ ციხეში, არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა. ისინი ევროკომისიის ანგარიშს, კერძოდ, უკანონო პატიმრების საკითხს ეხებოდა.

ხაბეიშვილი წერს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კითხულობენ, ვინ ზის განსხვავებული აზრისთვის. მისი თქმით, თავად სიტყვის გამო იმყოფება ციხეში: „არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან მათ ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ! მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ!“ ხაბეიშვილის განმარტებით, ტელევიზიებში იმის თქმის გამო, რომ ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს, თითქმის 3 წელი მიუსაჯეს.

მისივე სიტყვებით, არც ერთ მოქმედებას არ ედავებიან, მხოლოდ საუბარს. ხაბეიშვილი ირონიულად აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოსაზრებით, ბრიტანელი ცდება, გერმანელმა ვერ გაიგო, საფრანგეთი ტყუის, პოლონეთი ცუდია, ამერიკა ტყუილშია, მართალი კი მხოლოდ ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილია.

წერილში ის კითხვებსაც სვამს: 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს, რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა და თუ არ ესროლეს, ვინ აშანტაჟებდა. ხაბეიშვილი ეკითხება, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ციხეებში სასაკლაოებს აწყობენ და „გარედან“ შეჰყავთ მათთან დალაგებული ხალხი. ის აღნიშნავს, რომ პრემიერყოფილი მკვლელობებს ამხელს და მათ ხმის ამოღებას როგორ ბედავენ.

ხაბეიშვილი ასევე ეხმაურება სანაიას შესახებ ნათქვამს და სვამს კითხვას, არიან თუ არა მოძალადეები გორდულაძე და დეპუტატები, რომლებმაც გახარიას წევრს კოლექტიურად დაესხნენ თავს. წერილს ასე ამთავრებს: „ასეთი უტიფარი, უძარღვო არაფერი მინახავს!“

სტატიაში მოხსენიებული პირები

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ