მთავრობამ 2027 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს დაუბრუნა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვარიანტი დაუბრუნა.
„საბიუჯეტო კოდექსისა“ და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განახლებული ვარიანტის წარდგენის ბოლო ვადა 5 ნოემბერია. კორექტირებული პროექტი ბიუროს სხდომაზე სწორედ დღეს გავიდა.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა: „კომიტეტებს ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები, წინადადებები ჰქონდათ. დაბრუნდა საქართველოს მთავრობის მიერ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. პროექტი განსახილველად გადაეცემა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და ყველა კომიტეტს, ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს ინფორმაციის სახით დაურიგდებათ“.











