პოლიტიკა

გვარამია: ივანიშვილის გამგებლობის პირობებში 28 ნოემბერი ყველას მარცხის დღეა

ნიკა გვარამია - ვიბრძოლებთ ყველა მიკრო ბრძოლას და მოვიგებთ ყველას, სასამართლოს დარბაზში, ქუჩებში, სადაც მიგვიშვებენ და სადაც ვიქნებით, ყველგან უნდა მოვიგოთ ყველაფერი - გამარჯვებების გემო უნდა დავიბრუნ

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთაველის მეტროსთან, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია, ეს დღე, განსაკუთრებით კი 28 ნოემბერი, ყველა მოქალაქის მარცხის დღეა. მისი თქმით, მარცხია ევროკავშირის გადადებაც და შვილების ნათელი მომავლის უსასრულოდ გადავადებაც.

გვარამიას განცხადებით, ახლა აუცილებელია ხალხის დიდი რაოდენობა, რადგან სწორედ ამ დროს არის შესაძლებელი შედეგის მიღწევა. მისივე თქმით, 28 ნოემბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიკური დღე უნდა იყოს.

გვარამიამ აღნიშნა, რომ დღეს, მიუხედავად ამინდისა და იმისა, რომ მუშაობისა და ინფორმირებისთვის ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ, მაინც ბევრი ხალხია. მისი თქმით, მთავარი რაოდენობაა და მოვიდა დრო, როცა რაოდენობით შეიძლება შედეგის მიღწევა: „საქართველო ივანიშვილის გარეშე!“

„ვიდრე არ ვიქნებით ბევრნი, მხოლოდ გამძლეობა და მხოლოდ ის, რომ ჩვენ გავუძელით, მაგრები ვართ, ქვა და რკინასავით ვართ, აღარ არის საკმარისი. რაც მეტს გვიტევენ, მით უარესად ვპასუხობთ“, - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველა მიკრო ბრძოლას იბრძოლებს და მოიგებს, მათ შორის სასამართლოს დარბაზში, სადაც ხვალიდან განახლდება „ეს უთანასწორო ბრძოლა“, ასევე ქუჩებსა და ტელევიზიებში. გვარამიამ დასძინა, რომ გამარჯვებების გემო უნდა დაიბრუნონ, იყვნენ ბევრნი, გააფსონ ყველა სივრცე, დაიკავონ ქუჩები და მოედნები და იბრძოლონ ბოლომდე, რადგან ახლა იწყება ეტაპი, რომლის მთავარი ღერძი და შინაარსია „საქართველო ივანიშვილის გარეშე“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ