ოპოზიციის აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში, რუსთაველის მეტროსთან მიმდინარეობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან მივიდნენ.
ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს პოლიტიკოსები სიტყვით მიმართავენ. მათივე განცხადებით, დღევანდელი აქცია „ქვეყანაში არსებულ ვითარებას - დემოკრატიის მოშლას“ ეხმაურება. პოლიტიკოსები მოქალაქეებს 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ: „აქ ქვეყანაში არ არის მოღალატეების და კრიმინალების ადგილი - საქართველო ივანიშვილის გარეშე. ვიბრძოლებთ ბოლომდე“.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











