პოლიტიკა

ოპოზიციის აქციის მონაწილეები თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობით მიდიან

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან მსვლელობას მართავენ

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ. ისინი თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, დღევანდელი აქცია ეხმაურება „ქვეყანაში არსებულ ვითარებას - დემოკრატიის მოშლას".

„კოალიცია ცვლილების" ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, „აქცია არის ახალი ტალღის დასაწყისი და ამ ტალღას ჩემი და ბევრი ადამიანის აზრით, ჰქვია „საქართველო ივანიშვილის გარეშე".

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „დიდება საქართველოს", „ერთიან, ეროვნულ დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს". აქციის სლოგანია: „საქართველო ივანიშვილის გარეშე, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ