პოლიტიკა

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ აქცია დასრულდა

„ოპოზიციის ალიანსის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

„ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია სახელწოდებით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ დასრულდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოქალაქეები თავდაპირველად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ. შემდეგ მათ მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსმა საზოგადოებას მიმართა.

პოლიტიკოსების თქმით, ეს აქცია სხვა პერმანენტული აქციების დასაწყისი იქნება. 28 ნოემბერს კი თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ