პოლიტიკა

ცუცქირიძე: პროტესტმა პოლიტიკური დატვირთვაც უნდა შეიძინოს

ლევან ცუცქირიძე - დღევანდელი აქციის ამოცანა არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არ შევეგუებით ქართველი ერისგან გამოიყვანონ მორჩილი, მდუმარე ბრბო

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციის დაწყებისას განაცხადა, რომ აქციის მიზანია კიდევ ერთხელ თქვან, რომ არ შეეგუებიან იმას, რომ ქართველი ერისგან მორჩილი, მდუმარე ბრბო გამოიყვანონ. მისი თქმით, ეს ბრბო ბიძინა ივანიშვილის გამდიდრების წყარო იქნება და მას სამოქალაქო ღირსებას ართმევენ.

ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო მოძრაობა კიდევ უფრო გაძლიერდება და საჭიროა, პროტესტმა პოლიტიკური დატვირთვაც შეიძინოს.

„ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს, რომ შევიკრიბოთ და ვთქვათ, რომ ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ კიდევ უფრო ძლიერი პროტესტით, მაგრამ ასევე კიდევ უფრო ძლიერი პოლიტიკური ორგანიზებით. პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა გვჭირდება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ორგანიზება და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ძალაუფლება ხალხის ხელში დაბრუნდება, რომელიც უსამართლოდ აქვს წართმეული“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ