გიორგი სიორიძე - საზოგადოებამ დაინახა სად არის სიმართლე, რომ „ქართულ ოცნებას“ იოტისოდენა ხელჩასაჭიდიც არ აქვს და არც ერთ ობიექტურ იურისტს არ გაუჩნდება ეჭვი, თემიდას სასწორი საით უნდა გადაიხაროს

პროფილები / ოპოზიცია

გიორგი სიორიძე

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი

გიორგი სიორიძე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს მისი განცხადებები უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას, სადაც მან სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ იქნას დაშვებული. სიორიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემებში საუბრობდა სარჩელზე, სასამართლო პროცესში მონაწილეობასა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ასევე კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის დასკვნაზე „გრანტების კანონმდებლობის“ შესახებ.