ბერდია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს - ისტორია შეაფასებს ყველას, მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც - მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და კონსტიტუციის ერთგულების მხარეს

პროფილები / ოპოზიცია

ბერდია სიჭინავა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი

ბერდია სიჭინავა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს ის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილულ პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა: განაცხადა, რომ პარტიას 4 ოქტომბრის საქმესთან კავშირი არ ჰქონია და სარჩელში გაჟღერებული ინფორმაცია სიცრუეა. გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ მან თქვა, რომ პარტიებისთვის გაუგებარია, რა ბრალდებაა მათ წინააღმდეგ, რადგან სარჩელში ყველაფერი ერთადაა ჩაყრილი. სიჭინავამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია სასამართლო პროცესების ჩანიშვნის შესახებ და დაწერა, რომ მათ სარჩელი არ ჩაჰბარებიათ.