ზელენსკი ოსლოში ჩავიდა და ნორვეგიის მეფეს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ზელენსკისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრას ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი დაესწრებიან. მოლაპარაკებებს ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი დისტანციურად შეუერთდება.
ოსლოში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ნორვეგიის ახალ მეფეს, ჰოკონ VIII-ს შეხვდება.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











