მსოფლიო

ტრამპი: პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება

ტრამპი: პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე „მუსლიმური ქალაქი“ გახდება.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გააფრთხილა, რომ ის დიდ შეცდომას უშვებდა.

„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. „საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია“, - დაწერა მან.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ