მსოფლიო

პესკოვი: რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგი სასწრაფოდ უნდა განაახლონ

პესკოვი: რუსეთმა და აშშ-მა სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგი სასწრაფოდ უნდა განაახლონ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგი სასწრაფოდ უნდა განაახლონ.

პესკოვმა ჟურნალისტებს შეკითხვას უპასუხა, მიიჩნევს თუ არა რუსეთი საჭიროდ, რომ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხი რუსეთსა და აშშ-ს შორის თუნდაც პოტენციური ორმხრივი შეხვედრის დღის წესრიგში შევიდეს. მისი სიტყვებით: „ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განგვიცხადებია და დაგვიდასტურებია ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სტრატეგიული სტაბილურობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე დიალოგის რაც შეიძლება სწრაფად განახლება. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა“.

პესკოვის თქმით, მოსკოვი ელის, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინელებთან და ევროპელებთან კონტაქტების შესახებ აცნობებენ. მას ეკითხებოდნენ, არის თუ არა პუტინის გრაფიკში უიტკოფთან შეხვედრა მას შემდეგ, რაც უიტკოფი ნორვეგიაში ვოლოდიმირ ზელენსკის, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესა და ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბს შეხვდება.

პესკოვმა განაცხადა: „ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ შეხვედრის ორგანიზებას და ამერიკელი მომლაპარაკებლები, ბატონი უიტკოფი, შეძლებენ პრეზიდენტ პუტინს აცნობონ როგორც უკრაინელებთან, ასევე ევროპელებთან მათი კონტაქტების შესახებ“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ