მსოფლიო

არაღჩი: ირანი და რუსეთი არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა

არაღჩი: ირანი და რუსეთი არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, თეირანი და მოსკოვი ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა. მან ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

არაღჩის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საკითხთა ფართო სპექტრზე ევროპიდან დასავლეთ აზიამდე, მათ შორის ლიბანის, პალესტინის, უკრაინისა და იემენის თემებზე.

„ასევე, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბირთვული თანამშრომლობის გაფართოებაზე. ჩვენს ისტორიაში ირანი და რუსეთი არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვი თეირანში სამუშაო ვიზიტით 19 ოქტომბერს ჩავიდა. მან ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანს შეხვედრაც გამართა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ