მერცი: ევროპა უკრაინის შეიარაღების დაფინანსებას დამოუკიდებლად უმკლავდება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, აშშ აღარ მონაწილეობს უკრაინის თავდაცვისთვის იარაღისა და აღჭურვილობის დაფინანსებაში. მისი თქმით, ეს აჩვენებს, რომ ევროპას ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლია და ამას თითქმის ორი წელია აკეთებს.
მერცმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნების ბიუჯეტებისთვის ეს დიდი დატვირთვაა, თუმცა უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე გააგრძელებენ.
„ეს ჩვენი ბიუჯეტებისთვის მართლაც დიდი დატვირთვაა; მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც. თუმცა, ჩვენ ამას ვახორციელებთ და ვცდილობთ, გავაგრძელოთ, ვიდრე ეს საშინელი ომი არ დასრულდება“, - განაცხადა მერცმა.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ











