მსოფლიო

რუსეთი ვიეტნამს სამგზავრო თვითმფრინავების ეკიპაჟიანად იჯარით გადაცემას სთხოვს

რუსეთი ვიეტნამს სამგზავრო თვითმფრინავების ეკიპაჟიანად იჯარით გადაცემას სთხოვს

რუსეთმა ვიეტნამს სამგზავრო თვითმფრინავების იჯარით გადაცემის თხოვნით მიმართა. მოსკოვს თვითმფრინავების მიღება ეკიპაჟთან და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად სურს.

ასეთი გარიგების განხორციელებისთვის დამატებითი თანხმობაა საჭირო. ამის გამო თხოვნა თვითმფრინავების არალეგალურ გადაცემად არის შეფასებული. ამბავი რუსეთის სამოქალაქო ავიაფლოტის მძიმე მდგომარეობის ფონზე ვრცელდება.