ზელენსკი: აშშ-ში უკრაინულ სამომლაპარაკებლო ჯგუფს ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინული სამომლაპარაკებლო ჯგუფი 9-10 ოქტომბერს შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს შეხვდება, მოლაპარაკებებს კი ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან. უკრაინულ დელეგაციაში არიან ბუდანოვი, კისლიცა, არახამია და უმეროვი.
ზელენსკის განცხადებით, შეხვედრებზე სექტორული ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, ამერიკელებთან ცალკე საჰაერო თავდაცვის საკითხებზე, ევროპელებთან კი დაფინანსებაზე ისაუბრებენ. დელეგაცია კიევში 12 ოქტომბერს, დილით დაბრუნდება.






