ჯარედ კუშნერი

პროფილები / მსოფლიო

ჯარედ კუშნერი

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი

დაბადების თარიღი
10 იანვარი, 1981

ჯარედ კუშნერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელია; მედიაში მას ტრამპის სიძედაც მოიხსენიებენ. ბოლო დროს ის, სტივ უიტკოფთან ერთად, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობს: ზელენსკის თქმით, მათ უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში, Reuters-ის ცნობით კი მაიამიშიც შეხვდნენ უკრაინულ მხარეს. ოსლოში დაგეგმილ მოლაპარაკებებს, ინფორმირებული წყაროების მიხედვით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურად შეუერთდა.