ჯო უილსონი კობახიძისა და ფეზეშქიანის შეხვედრას ეხმაურება

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი („რესპუბლიკური პარტია“) სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.
უილსონი წერს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელსაც ამერიკის მოძულედ მოიხსენიებს, კიდევ ერთხელ ხვდება ტერორისტულ სახელმწიფო ირანს.
„კიდევ ერთხელ, ამერიკის მოძულე „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტერორისტულ სახელმწიფო ირანს ხვდება. ეს მანკიერი კავშირი შეურაცხყოფაა პრეზიდენტ ტრამპისა და შესანიშნავი ქართველი ხალხის, რომელსაც თავისუფლება და კეთილდღეობა სურს და არა სიკვდილის კულტი თავის სიახლოვეს“, - წერს უილსონი X-ზე.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









