გილფოილს საბერძნეთში აშშ-ის ელჩის პოსტის დატოვება მოსთხოვეს

დონალდ ტრამპმა საბერძნეთში აშშ-ის ელჩს, კიმბერლი გილფოილს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების საფუძველი არასათანადო ქცევის შესახებ ბრალდებებია.
დონალდ ტრამპის ყოფილი დონორის, ერიკ დეტერსის განცხადებით, გილფოილმა სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე ტექსტური შეტყობინებით სთხოვა, American Express-ის საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების დასაფარად 100 000 დოლარი გადაერიცხა. დეტერსის თქმით, სანაცვლოდ გილფოილი ადმინისტრაციასთან წვდომას ჰპირდებოდა.
გილფოილის წასვლის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეითი ზაქარიამ ჟურნალისტებთან პირველ ბრიფინგზე დაადასტურა.
მედიის ცნობით, გილფოილი 2001-2006 წლებში კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომზე იყო დაქორწინებული, მეორედ კი ბიზნესმენ ერიკ ვილენსისთან იქორწინა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ტრამპების ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. 2018 წლიდან 2024 წლის ბოლომდე მას რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა პრეზიდენტის ვაჟთან, დონალდ ტრამპ-უმცროსთან, და ისინი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ დანიშნულები. ათენში ვაშინგტონის წარმომადგენლის თანამდებობაზე გილფოილი 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა.









