რეგიონები

ბათუმში მეზობელი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრის ბრალდებით დააკავეს

ბათუმში მეზობელმა მეზობელი დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში მეზობლად მცხოვრები მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მეზობელი გადაჭრილი თოფიდან, ე.წ. აბრეზიდან, გასროლით ქვედა კიდურის არეში დაჭრა. დაზარალებული სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ