
სალომე სამადაშვილი „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო დროს მან ხელისუფლებას ელენე ხოშტარიას საპატიმროდან გათავისუფლება მოსთხოვა და პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი სამართლებრივად აბსურდულად შეაფასა. სამადაშვილის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, „ლელო“ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა.





