პოლიტიკა

მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის

მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. მისი თქმით, ეს ასე იქნება, რა გამოწვევაც არ უნდა იყოს წინ. განცხადება ვიდეომიმართვაშია, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფეისბუქზე ავრცელებს.

მიმართვა ევროპის დღესთან დაკავშირებით გავრცელდა. კოსის თქმით, საქართველოში ხალხის რწმენა ევროპული მომავლის მიმართ მას იმედს აძლევს.

„საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.

ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, - აცხადებს მარტა კოსი.