პოლიტიკა

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ იქნება

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ იქნება

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ იქნებიან. გამომსვლელთა სია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ფორუმი „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“ 15-16 ნოემბერს გაიმართება.

დადასტურებულ გამომსვლელებს შორის არიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.

გამომსვლელებში არიან კანდიდატი ქვეყნების ლიდერებიც: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი, ალბანეთის პრეზიდენტი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაჟიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი.

მანამდე „ევროსკოპს“ წყარომ დაუდასტურა, რომ გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ