ქობალია: ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვა და იზოლაცია ემუქრება

„თავისუფლების მოედნის“ პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ქობალიას, განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებული რეზოლუციის შემდეგ ქვეყანას იზოლაცია, სიღარიბე და უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ელის. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებითა და მიღებული კანონებით ევროპულ ცივილიზაციასთან შეუთავსებელია, ევროინტეგრაციაზე საუბარი კი დასრულებულია.
ქობალიამ ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის შესაძლო სანქცირებას რეალური პერსპექტივა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი ნელია. „ახალ-ახალ უარყოფით, ცუდ და სამარცხვინო რეკორდებს ამყარებს „ქართული ოცნება““, - განაცხადა მან.







