პოლიტიკა

ხატიაშვილი: პარტიების აკრძალვა შესაძლოა სანქციების საბოლოო ტრიგერი გახდეს

ნიკოლოზ ხატიანშვილი

პარტია „ჯერ საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ ხატიაშვილი ფიქრობს, რომ ევროკავშირი ბოლო ორი წლის განმავლობაში ცდილობდა, ხიდები ბოლომდე არ დაეწვა, თუმცა ამან არ იმუშავა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხმა შესაძლოა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მხრიდან სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები გამოიწვიოს. ხატიაშვილმა ეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ სწორედ პარტიების [აკრძალვის] საკითხი შეიძლება გახდეს სწორედ საბოლოო ტრიგერი, რომელსაც უკვე სხვა ტიპის ნაბიჯები მოჰყვება“, - თქვა ხატიაშვილმა. მისი შეფასებით, რეზოლუციის მხარდაჭერა, რომელსაც 445 დეპუტატმა მისცა ხმა, 37 კი წინააღმდეგი იყო, ევროპაში „ქართული ოცნების“ ქმედებების შეფასებაზე სრულ კონსენსუსს აჩვენებს.

წყარო: Interpressnews