პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია 445 ხმით მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია 445 ხმით მიიღო

ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც „ოცნების“ ლიდერების სანქცირება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა მოთხოვნილი. დოკუმენტში დაგმობილია პარტიების აკრძალვის სარჩელიც.

რეზოლუციას 37 ევროპარლამენტარი ეწინააღმდეგა, 97-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტი ევროპარლამენტის ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეიმუშავა. ესენია: ევროპის სახალხო პარტია (EPP), სოციალისტები და დემოკრატები (S&D), „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR), „განაახლე ევროპა“ (Renew) და „მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი“ (Greens/EFA). საქართველოს საკითხი ევროპარლამენტმა ირანსა და აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებთან ერთად განიხილა.

ევროპარლამენტარები აკრიტიკებენ ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების რეაგირებას. ისინი კვლავ ითხოვენ მიზანმიმართული სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც მათი შეფასებით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ძალადობრივ რეპრესიებსა და პოლიტიკურ დევნაზე. დოკუმენტში კონკრეტულად დასახელებულია ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე.

რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს ევროკავშირს დააშორებს და გაწევრიანებისკენ წინსვლის შესაძლებლობას გამორიცხავს.

წყარო: პუბლიკა