მსოფლიო

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს

უკრაინა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა და მადლობა გადაუხადა გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც უკრაინის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

სიბიგას თქმით, უკრაინა საბჭოს უერთდება და ამავდროულად განაგრძობს თავისი ხალხისა და სუვერენიტეტის დაცვას რუსეთის მიმდინარე აგრესიისგან, რამაც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევები გამოიწვია.

მინისტრის განცხადებით, საბჭოს წევრის რანგში უკრაინა პრიორიტეტს მიანიჭებს ასეთი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობას, მხარს დაუჭერს მათი დოკუმენტირებისა და გამოძიების საერთაშორისო მექანიზმებს, დაიცავს სამხედრო ტყვეებსა და უკანონოდ დაკავებულ მშვიდობიან მოქალაქეებს და გააგრძელებს დეპორტირებული და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას.

სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე პარტნიორებთან ერთად იმუშავებს ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, ადამიანის ღირსების დასაცავად, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა არქიტექტურის გასამყარებლად და მსოფლიოში ადამიანის უფლებების წინაშე არსებული ახალი გამოწვევების გადასაჭრელად.

უკრაინა საბჭოს წევრად 2027-2029 წლებისთვის, ორი წლის ვადით აირჩიეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ