მსოფლიო

ტრამპი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს და ომის დასრულებაზე კიევთან და მოსკოვთან მუშაობს

ტრამპი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს და ომის დასრულებაზე კიევთან და მოსკოვთან მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას აგრძელებს. მისივე თქმით, ომის დასასრულებლად ვაშინგტონი როგორც კიევთან, ისე მოსკოვთან მუშაობს.

„ჩვენ მათ ვეხმარებით და სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. გვსურს, ომი დასრულდეს, ამიტომ მათთან და რუსეთთან ერთად ვმუშაობთ მის დასასრულებლად“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის თქმით, ომის დასრულება სურს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ისე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. იმავდროულად, მისი განცხადებით, მათ შორის „დიდი სიძულვილია“ და არ იციან, როგორ მიაღწიონ ამას.

ჟურნალისტებმა ტრამპს რუსულ დიზელთან დაკავშირებული გარიგების შესახებაც ჰკითხეს. კითხვაზე, შეიძლება თუ არა რუსეთმა ამ გარიგებით მიღებული შემოსავალი დამატებითი ბომბების შესაძენად გამოიყენოს, პრეზიდენტმა პასუხს თავი აარიდა: „ეს დიზელის გარიგებაა და არა ჩვენთვის განკუთვნილი. ის მსოფლიო ბაზარზე გადის და არა ჩვენთან“.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ