მსოფლიო

ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნა

ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერი გახსნა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება უკრაინა-ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, რომელიც ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრის, თომას ბირნის თქმით: „საბჭომ გახსნა მე-2 კლასი - „შიდა ბაზარი“ - და მე-3 კლასი - „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა”. მოვუწოდებთ უკრაინას, განახორციელოს შემდგომი რეფორმები“.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდა უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნას. უნგრეთის ვეტოს გადასალახავად უკრაინის უმაღლესმა რადამ განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ