საზოგადოება

სამეგრელო-ზემო სვანეთში მეთადონის რეალიზაციის ბრალდებით პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთში მეთადონის რეალიზაციის ბრალდებით პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით პირი დააკავეს. დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. მათი შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ ჰყიდდა.

პოლიციამ ნივთმტკიცებად უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ