საზოგადოება

ბორის ჩელე ყურუა: პოლიციაში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ერთგულებით არჩეული ადამიანები დაასაქმეს

ბორის ჩელე ყურუა: პოლიციაში პროფესიონალიზმის ნაცვლად პარტიული ერთგულებით არჩეული ადამიანები დაასაქმეს

ადვოკატი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ამბობს, რომ პოლიციაში ბევრი ადამიანი პროფესიონალიზმით კი არა, პარტიისადმი ერთგულებით შეარჩიეს. მისი შეფასებით, მათ ღირსეული პოლიციელების მუნდირს ჩირქი მოსცხეს. ყურუამ ისაუბრა სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ბოლოდროინდელ შემთხვევებზე, მათ შორის გორში გადაღებულ კადრებზე: „პოლიცია არ არის ჩვეულებრივი სამსახური, ეს არის ადამიანი, რომელმაც საზოგადოების უსაფრთხოება უნდა დაიცვას და ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ უსაფრთხოებას კი არ იცავენ, პირიქით, ჩვენი უფროსები ჰგონიათ თავი“.

პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე ყურუამ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები მსჯავრდადებულის ვერსიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ობიექტური გამოძიება საჭიროა, თუმცა ის პენიტენციურმა სამსახურმა არ უნდა ჩაატაროს, რადგან სავარაუდო მოძალადეები სწორედ ამ სამსახურის წარმომადგენლები არიან.

წყარო: Interpressnews