მსოფლიო

ზელენსკი პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკს შეხვდა

ზელენსკი პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრა გამართა. ზელენსკის თქმით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის პრემიერი კარგადაა ინფორმირებული რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ მძაფრდება ეს სიტუაცია ყოველდღიურად.

„რუსები თითქმის განუწყვეტლივ იყენებენ „შაჰედებს“. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი გვეხმარება ამ თავდასხმებისგან თავდაცვაში. დეტალურად განვიხილეთ ყველა არსებული საფრთხე და ის ნაბიჯები, რომლებიც რუსული დარტყმების წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, მადლობა გადავუხადე დონალდს სანქციებთან დაკავშირებით მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციისთვის: არ უნდა გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ამ ომის გაგრძელებაში დაეხმარება“, - აცხადებს ზელენსკი.

დონალდ ტუსკმა თავის მხრივ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონეთი და უკრაინა არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, არამედ მეგობრებიც არიან, რომლებსაც ერთმანეთის იმედი რთულ დროსაც შეუძლიათ ჰქონდეთ.

„ჩვენ მხოლოდ მეზობლები არ ვართ. ჩვენ მეგობრები ვართ, რომლებსაც რთულ დროს შეუძლიათ ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ და ამას ვერავინ ვერასდროს შეცვლის“, - აცხადებს ტუსკი.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ