ზელენსკი ევროპულ საბჭოს სხდომაზე მონაწილეობისთვის ბრიუსელში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა. ამის შესახებ თავად სოციალურ ქსელში აცნობა.
ზელენსკის თქმით, ის თავის გუნდთან ერთად ევროპული საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად და პარტნიორებთან მოლაპარაკებების გასამართად არის ბრიუსელში.
პრეზიდენტის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, პოლონეთის, დანიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან, აგრეთვე ბელგიის მეფე ფილიპესთან. ხვალ კი მას ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან, ასევე უნგრეთის, ფინეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრები აქვს.
ზელენსკი აცხადებს: „ევროპაში ყველას გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ამისთვის კი საჭიროა მკაფიო სიგნალები - რუსეთზე უფრო ქმედითი ზეწოლა და უკრაინისთვის თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის გაძლიერება. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთობლივი მოქმედება ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად“.









