მსოფლიო

ჰორმუზის სრუტესთან ჭურვების მოხვედრის შემდეგ ორი გემი ჩაიძირა

ჰორმუზის სრუტესთან ჭურვების მოხვედრის შემდეგ ორი გემი ჩაიძირა

ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს ორი გემი ჩაიძირა: კონტეინერმზიდი და მშრალი ტვირთის გადამზიდავი. ორივე მათგანი ჭურვების მოხვედრის შედეგად დაზიანდა. ინფორმაციას Reuters-ი საზღვაო სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდობით ავრცელებს.

სრუტეში ნაოსნობისას ჩაიძირა სინგაპურის დროშით მცურავი მცირე ზომის საკონტეინერო გემი GFS Pride. სინგაპურის საზღვაო და პორტის ადმინისტრაციის (MPA) განცხადებით, გემი დაზიანდა, ბორტზე ხანძარი გაჩნდა და ამის შემდეგ ჩაიძირა. „ეკიპაჟის ყველა, 21-ივე წევრი უსაფრთხოდ იქნა ევაკუირებული. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება“, - ნათქვამია MPA-ის განცხადებაში.

გაეროს საზღვაო სააგენტოს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მონაცემებით, სრუტის სიახლოვეს ასევე ჩაიძირა ანტიგუა და ბარბუდას დროშით მცურავი გემი Cape Dao. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 23 სექტემბერს გემს ჭურვი მოხვდა. საზღვაო სფეროს წყაროების ცნობით, თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, დანარჩენები კი შემთხვევისთანავე ევაკუირებულები იყვნენ.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ირანი აცხადებს, რომ დარტყმებს აძლიერებს აშშ-ის მიერ მისი პორტების ბლოკირებისა და გასულ თვეში დაწესებული უფრო მკაცრი სანქციების საპასუხოდ.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ