მსოფლიო

მასკი: Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება

მასკი: Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს ექვემდებარება

SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის განცხადებით, Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაშია და მის კონტროლს ექვემდებარება. სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს. მასკმა ეს სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი განმარტებით, Starlink კომერციული მომსახურებაა, რომელიც SpaceX-ის საკუთრებაშია და მას ეს კომპანია აკონტროლებს. „Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით; მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა კომერციული კომპანიისთვის“, - აცხადებს მასკი.

Starlink-მა სამშაბათს ღამით უკრაინაში სიჩქარის ლიმიტი საათში 100 მილამდე (160 კმ/სთ) შეზღუდა. ეს ნიშნავდა, რომ ამაზე სწრაფად მოძრავი ნებისმიერი იარაღი ქსელთან კავშირს კარგავდა. უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თქმით, ოთხშაბათ საღამოსთვის სისტემა ნაწილობრივ აღდგა.

ფედოროვმა X-ზე დაწერა: „Starshield-ისთვის სიჩქარის ლიმიტის სრულად მოხსნა უკრაინის თავდაცვისთვის ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია“. მან მასკს მადლობა გადაუხადა და უწყვეტი მხარდაჭერა სთხოვა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ