მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ

ზელენსკი: აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის სახით ძლიერ პარტნიორს კარგავენ. ეს მან ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში თქვა.

მორგანმა ჰკითხა, გრძნობს თუ არა აშშ-ის მხრიდან ღალატს. ზელენსკიმ უპასუხა: „რეალურად, კი. რეალურად, ჩვენს შორის. მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ ჩემი ემოციები ან გრძნობები. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა უნდა გადარჩეს.“

ჟურნალისტმა ასევე იკითხა, როგორი იყო ზელენსკის რეაქცია, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გამოაცხადა.

ზელენსკის პასუხი: „სამწუხაროა, რომ ძლიერ პარტნიორს ვკარგავთ. ასე რომ, ეს ჩემი მოსაზრებაა… მაგრამ ჩვენს გამო არ ხდება ეს. ჩვენ არ შეგვიძლია სუსტები ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადავრჩებით. ჩვენს ქვეყანას არ ვყიდით. ეს ჩვენთვის ბიზნესს არ ეხება, ეს ჩვენი ცხოვრებაა და ეს ჩვენი ქვეყანაა - ჩვენი სახლი, ჩვენი შვილები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.“

მისივე სიტყვით: „ამიტომაა ეს მტკივნეული. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს ირჩევს - ჩვენს მხარეს არა. და ჩვენ გვაწყობს, რომ შუაშია. მაგრამ თუ შუაში ხარ - შუაში უნდა დარჩე და არა არასწორ მხარეს.“

ზელენსკი დასძენს: „ვფიქრობ, რომ მისი მრჩევლები ცდებიან. არ ვიცი, ვინ უბიძგებს მას არასწორ მხარეს - ეს არაა ისტორიის სწორი მხარე.“

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ