მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის შეზღუდვებს გააპროტესტებს

აშშ-ის კონგრესის ორპარტიული ჯგუფი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის შეზღუდვებს გააპროტესტებს

აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა უკრაინიდან მიღებული ცნობების გამო, რომ აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა შეჩერებულია. ჯგუფის თქმით, კონგრესი ასეთ შეზღუდვებს არ დაუშვებს.

განცხადებას ხელს აწერენ ჯგუფის თანათავმჯდომარეები: კონგრესმენები მარსი კაპტური (დემოკრატიული პარტია), ბრაიან ფიცპატრიკი (რესპუბლიკური პარტია), მაიკ ქვიგლი (დემოკრატიული პარტია) და ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია).

„შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინაში უდანაშაულო სამოქალაქო პირებსა და ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების საფრთხის წინაშე ტოვებს.

კონგრესს არაერთხელ მკაფიოდ განუცხადებია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს [უკრაინას] სადაზვერვო მხარდაჭერა რუსეთის დაუნდობელი დარტყმებისგან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან Starlink-ზე უკრაინის წვდომისთვის.

შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, მიუღებელია და კონგრესი მათ არ დაუშვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ