მსოფლიო

ბერნემი: ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ხელცარიელი არ დატოვებს

ბერნემი: ზელენსკი დიდ ბრიტანეთს ხელცარიელი არ დატოვებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ეს მან თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში, კითხვებზე პასუხისას თქვა.

ბერნემმა ზელენსკის ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა და უფრო მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკავა ტრამპის კრიტიკისგან, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „ძალიან ბნელი და რთული მომენტი“ იყო ზელენსკისთვის, რომელიც ამჟამად „ყველაზე მძიმე ტვირთს“ ატარებს.

„ამ თანამდებობაზე ჩემი ამოცანაა, ვეცადო კავშირების აღდგენა, რათა მხარდაჭერა დაბრუნდეს, და ამიტომ ამ მომენტში ფრთხილი უნდა ვიყო მხარეების დასაახლოებლად ნიადაგის მომზადების მხრივ. სწორედ ასეთი როლის შესრულებას ვაპირებ - სწორი როლია ჩემთვის - ამ მომენტში. ყურადღებით მოვუსმენ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ ის დღეს დიდ ბრიტანეთს ხელცარიელი არ დატოვებს“, - განაცხადა ბერნემმა.

უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში 14 ოქტომბერს ჩავიდა და უკვე შეხვდა მეფე ჩარლზ III-ს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ