მსოფლიო

სიკორსკი ილონ მასკს უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს

სიკორსკი ილონ მასკს უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს მიმართა. მიზეზი ინფორმაციაა, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

„ჰეი, ილონ მასკო, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები, თვალს გადევნებთ”, - დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

გასულ წელს სიკორსკისა და მასკს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკმა უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის გათიშვით დაიმუქრა. მაშინ ბიზნესმენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა ადამიანი“ უწოდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ