მსოფლიო

ტირანაში სტუდენტების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ტირანაში სტუდენტების აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განათლებასა და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული საპროტესტო აქცია ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. სტუდენტებმა განათლების სამინისტროს შენობას აგურები და ბეტონის ბლოკები ესროლეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.

ალბანეთის ვიცე-პრემიერმა ალბანა კოჩიუმ განაცხადა: „ძალადობა არ ყოფილა, არ არის და არც არასდროს იქნება გამოსავალი. ქვების სროლა, სახელმწიფო დაწესებულებებსა და პოლიციაზე თავდასხმა, ისევე როგორც საზოგადოებრივი ქონების უაზრო განადგურება, არ არის ის გზა, რომლითაც ახალგაზრდებმა საკუთარი თავი უნდა გამოხატონ“.

სტუდენტი ორგანიზატორების განცხადებით, აქცია უკავშირდება უნივერსიტეტებში არსებულ პირობებს, უმაღლესი განათლების ფასებს, ფინანსურ მხარდაჭერას და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივებს. ზოგიერთმა მომიტინგემ თქვა, რომ უთანასწორობისა და მთავრობის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა სურდა.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ