მსოფლიო

რომის პაპ ლეოს ფილტვის ადენოკარცინომა დაუდგინდა

რომის პაპ ლეოს ფილტვის ადენოკარცინომა დაუდგინდა

რომის პაპ ლეოს ფილტვის კიბო დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ქირურგებმა მარჯვენა ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს. Reuters-ი ამის შესახებ ვატიკანის სამედიცინო ბიულეტენზე დაყრდნობით წერს.

ბიულეტენის მიხედვით, პაპს ფილტვის ადენოკარცინომა აღენიშნება. ოპერაციის დროს აღებული ქსოვილის ანალიზმა დაადასტურა დიაგნოზი, რომელსაც ექიმები წინასწარი გამოკვლევების საფუძველზე ვარაუდობდნენ.

71 წლის პაპი გუშინ რომის „ჯემელის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას წარმონაქმნი უნდა მოეშორებინათ, რომელიც ფილტვზე რუტინული სამედიცინო შემოწმებისას აღმოაჩინეს.

პაპის მთავარმა ქირურგმა, დოქტორმა სტეფანო მარგარიტორამ და მისმა პირადმა ექიმმა, დოქტორმა ლუიჯი კარბონემ განაცხადეს, რომ ოპერაცია დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა და წარმატებით, გართულების გარეშე ჩატარდა.

ბიულეტენის თანახმად, ოპერაციის შემდეგ პაპი გონზე მოვიდა და საავადმყოფოს პალატაში გადაიყვანეს.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ