პუტინმა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა რუსული დიზელის მიწოდების შეთანხმება განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება განიხილეს. მათ ასევე სპარსეთის ყურეში კრიზისის მოგვარებაზე ისაუბრეს.
მხარეები შეეხნენ რუსეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასაც.
პარასკევს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან მიღწეული შეთანხმებით რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ









