ზელენსკი: მდგრადობის გეგმების შესრულებით კიევი ქვეყნის რეგიონებს ჩამორჩება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მდგრადობის გეგმებისთვის მზადყოფნის დონე ქვეყნის რეგიონებს შორის ყველაზე დაბალი დედაქალაქშია. ამის გამო მან უსაფრთხოებისა და მმართველობის სფეროებში გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყო.
სოციალურ ქსელში ზელენსკიმ დაწერა: „ოქტომბრის შუა პერიოდის მდგომარეობით, ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის სასაზღვრო და ფრონტისპირა რეგიონებშიც კი, მდგრადობის გეგმების შესრულების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე კიევში. კიეველებიც ნამდვილად გრძნობენ ამას, რადგან „შაჰედების“ ერთეული დარტყმების შემდეგაც კი დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება წყდება“.
პრეზიდენტის თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროს ვასილ მალიუკთან, სახელმწიფო რეკონსტრუქციის სააგენტოს ხელმძღვანელ ივან ფედოროვთან, ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვთან, ბიზნესმენ კონსტანტინ ეფიმენკოსთან და ყოფილ დეპუტატ მაქსიმ ეფიმოვთან.
ზელენსკის განცხადებით, კიევში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება.









