ზელენსკი: Patriot-ის 500 რაკეტის მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამით მან გამოხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის 500 რაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
ზელენსკიმ განაცხადა: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ძლიერი გადაწყვეტილება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების შეძენის ნებართვა მისცეს. PAC-3 ტიპის 500 რაკეტა მნიშვნელოვანია და უკვე ძალიან მალე - შესაძლოა, ამ ზამთრისთვის ეს ძალიან ეფექტური თავდაცვითი პაკეტი ყოფილიყო. თუმცა, როგორც განსაზღვრულია, მიწოდება შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყოს. ამერიკელ პარტნიორებს ვთხოვთ გამოსავალი იპოვონ, მაშინ როცა რაკეტების გამოყენების რეალური საფრთხე და საჭიროება არსებობს“.
მისივე თქმით, უკრაინამ აშშ-ს ზამთრისთვის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფა სთხოვა. ის Patriot-ის სისტემებისთვის თვეში 100 რაკეტის გადაცემას ითვალისწინებს.



