სამხედრო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამხედროებისთვის დრონების მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წვრთნები ტარდება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამხედროებისთვის დრონების მართვისა და რადიოელექტრონული ბრძოლის წვრთნები ტარდება

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს უპილოტო საფრენი აპარატებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყოველდღიური ინტენსიური მეცადინეობები ტარდება. ინფორმაციას დე ფაქტო თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საბრძოლო მომზადების მიზანი ტექნიკის ათვისება და სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიული უნარების გაუმჯობესებაა.

„პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესი სისტემურად არის ორგანიზებული და მოიცავს დისციპლინების ფართო სპექტრს, რომლებიც თანამედროვე პირობებში სამსახურებრივ-საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად არის საჭირო. რეგულარული მეცადინეობები საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი დონე, ოპერატიულად ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და ეფექტიანად შევასრულოთ დასახული ამოცანები“, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს პერიოდში სამხედრო მოსამსახურეთა პრაქტიკული წვრთნები და საველე გასვლები ე.წ. თავდაცვის უწყების თანამედროვე სასწავლო ცენტრის ბაზაზე ჩატარდება.

HOLDER.geᲞᲐᲠᲢᲜᲘᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ