გიგა ლემონჯავა - რაც წერია რუსეთის საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინაში, რომელიც საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ზუსტად იგივე ჩანაწერები იკითხება „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელშ

პროფილები / ოპოზიცია

გიგა ლემონჯავა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი

გიგა ლემონჯავა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელია და პარტია „დროას“ ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიება. პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში მას კოალიციის ინტერესებს იცავს ხუთი ადვოკატიდან ერთ-ერთი. სასამართლოში განხილვისას მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი რუსეთის დოქტრინის ჩანაწერებს იმეორებს და რომ არჩევნების არაღიარება კონსტიტუციური წყობილების დამხობად არ უნდა შეფასდეს. „ოპოზიციის ალიანსის“ აქციაზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ დროა, შეკავების რეჟიმიდან თავდასხმაზე გადავიდნენ.